სამუშაო შეხვედრა სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების დავების სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით

18 სექტემბერი 2015

18 სექტემბერს სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“  სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების დავების სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით  სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.   ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ასათიანმა  შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს და უცხოელ ექსპერტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სადაც ისაუბრა შეხვედრის მნიშვნელობაზე  და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება ამ  საკითხთა განხილვის პროცესში.

შეხვედრის  ძირითადი თემებია საავტორო უფლებების და სასაქონლო ნიშნების საქმეების განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ,,კარგად ნაცნობი“ ან ,,ცნობილი“ სასაქონლო ნიშნების აღიარება: მიმოხილვა და კაზუსის განხილვა, ზარალის გამოთვლა საავტორო უფლებების და სასაქონლო ნიშნების საქმეებში: პრეზენტაცია და კაზუსის განხილვა, კოლექტიური ლიცენზირება საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში:ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პერსპექტივები. ამერიკის შეერთებული შტატების კაზუსები ლიცენზირების შესახებ, სასაქონლო ნიშნების დამოწმება არაკეთილსინდისიერი გზით, საქპატენტის კაზუსები არაკეთილსინდისიერად სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირების შესახებ.

შეხვედრა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტთან, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ,,საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციისთან (GCA) თანამშრომლობით.

შეხვედრა 19 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი